მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

321 თბილისი, 121 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ანძა მთაწმინდაზე
1611817489
COVID-19

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. 

ახალი დადასტურებული შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი - 321 შემთხვევა
  • აჭარა - 33
  • იმერეთი - 121
  • ქვემო ქართლი - 27
  • შიდა ქართლი - 52
  • გურია - 9
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78
  • კახეთი - 42
  • მცხეთა-მთიანეთი - 16
  • სამცხე-ჯავახეთი -23,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, რომელთაგან 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი. 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 091 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 პირი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, ქვეყანაში დადასტურებულია 256 287 შემთხვევა. საერთო ჯამში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 3 127 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი საერთო რაოდენობა 246 459-მდე შეადგენს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანმო: კორონავირუსის აღმოფხვრა ძნელი იქნება

723 ინფიცირება, 932 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში