მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

359 ინფიცირება, 526 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1618210562
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 288 755-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 277 829 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დღიური - 2,62%, ბოლო 14 დღის - 2,31%, ბოლო 7 დღის - 2,51%-ია.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 საქართველოში კორონავირუსი პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მერწმუნეთ, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია“- ბიძინა კულუმბეგოვი

ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში

გამყრელიძე: ვცდილობთ „ნოვავაქსი“ ივლისში მივიღოთ