მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

369 ინფიცირებული, 7 გარდაცვლილი - ეპიდსიტუაცია აჭარაში

აჭარის ტურიზმი
1603266246
COVID-19

დღეს, 21 ოქტომბერს აჭარაში კოვიდინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„აჭარის კლინიკებში 637 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმე 75, კრიტიკული კი 11“, - აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ამჟამად კოვიდსასტუმროში 1 119, საკარანტინე სივრცეში 2 215, ხოლო თვით იზოლაციაში 8 008 ადამიანი იმყოფება.

ასევე გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 301 კოვიდ დადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 5684 ადამიანი.

აჭარში მკურნალობას გადის:

⭕ Covid კლინიკებში - 637 პაციენტი

⭕ არასრულწლოვანი - 24

⭕ ორსული- 30

⭕ რეანიმაციაში მოთავსებულია - 84

⭕ ხელოვნირი სუნთქვის აპარატზე -11

⭕ თავისუფალი საწოლები - 56

⭕ Covid სასტუმროებში - 1119, არასრულწლოვანი - 78

⭕ ბინაზე 1700-ზე მეტი პირი იმყოფება

ბოლო მონაცემების მიხედვით აჭარაში გარდაიცვალა 7 კოვიდინფიცირებული. უცვლელად გთავაზობთ ბათუმის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გარდაცვლილი პაციენტების შესახებ.

🔴 90 წლის ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 11:10 საათი; პნევმონია - COVID 19; გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული გიპერტენზია; გადატანილი ინფარქტი; გადატანილი ინსულტი.

🔴 62 წლის ქალი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 09:15 საათი; დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია; თანმხლები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა (პროგრამული გემოდიალიზი).

🔴 75 წლის მამაკაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 06:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; გულის უკმარისობა, აორტული სარქვლის ნაკლოვანება; არტერიული ჰიპერტენზია.

🔴 81 წლის მამაკაცი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. გარდაცვალების დრო - 20.10.2020 – 22:00 საათი; დიაგნოზი: პნევმონია - COVID 19; სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია.

🔴 78 წლის პაციენტი, რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების დრო - 20.10.2020 დიაგნოზი: COVID 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია;

🔴 73 წლის ქალი, რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების დრო - 20.10.20 02:00 ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება,პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სმუ თანმხლები: მენინგიომა, პოლინეიროპათია.

🔴 54 წლის მამაკაცი. რესპუბლიკური საავადმყოფოში გარდაიცვალა. დიაგნოზეი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება. კლინიკაში შევიდა: 07.10.2020/23:55. გარდაიცვალა: 20.10.2020/00:30

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

✔️ კორონავირუსი გურიის გუბერნატორს დაუდასტურდა

✔️ როგორ ხდება ბინაზე და სასტუმროებში კოვიდინფიცირბელების მკურნალობა

✔️ საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა

✔️ თბილისში კორონავირუსის 445 ახალი შემთხვევა დადასტურდა