მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

384 თბილისი, 106 აჭარა- ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ანძა
1620111419
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 790 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 313 742-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.02%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.74%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1206 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 295 458 -მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 384

⭕ აჭარა - 106

⭕ იმერეთი - 64

⭕ ქვემო ქართლი - 43

⭕ შიდა ქართლი - 30

⭕ გურია - 17

⭕ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76

⭕ კახეთი - 40

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 13

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 14

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 811 პირი, მათ შორის, თბილისში - 398, აჭარაში - 87, იმერეთში -102.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 149 პირი, მათგან თბილისში - 93, აჭარაში - 11, იმერეთში - 9.

788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458 - თბილისში, 303 - აჭარაში. 9 078 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

👉 ეპიდვითარება საქართველოში