მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

39 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა
1602829663
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა. განახლებულ მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ყოველდღიურად იზრდება ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. კოვიდინფექციის დამარცხება საერთო ჯამში 29 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეძლო. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რიცხვი 1 მილიონს აჭარბებს.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. შტატები ამ კუთხით ისევ მოწინავე პოზიციაზეა. აშშ-ის შემდეგ, კოვიდვირუსის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთის ფედერაციასა და ესპანეთში.

კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჩინეთის ხელისუფლებამ იანვარში დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინფექცია გადამდებია. ვირუსმა უკვე მოიცვა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.