მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4,8 მლნ ინფიცირებული – პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 000-ს გადააჭარბა.
1589864889
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 894 222-მდე გაიზარდა.

აღნიშნულ მონაცემებს worldometers ავრცელებს. ამავე მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 320 181 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება განკურნებულებს, ვირუსი 1 908 065-მა ადამიანმა დაამარცხა. კოვიდინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება აშშ-ში, ხოლო მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაცია ინაცვლებს. რაც შეეხება, ესპანეთსა და იტალიას, აღნიშნულ ქვეყნებში კოვიდინფიცირებით გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიამ 210 ქვეყანა მოიცვა. ვირუსი თავდაპირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდინფექცია 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.