მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4 ახალი ინფიცირებულის წყარო ამ დრომდე დადგენილი არ არის

ლაბორატორია
1591857678
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 4 ახალი ინფიცირებულის წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

"გასული დღის განმავლობაში დადასტურებული 6 ახალი შემთხვევეიდან 1 საკარანტინო სივრციდანაა, 1 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 4-ის წყაროს დადგენა გრძელდება. ვანხოთ, რამდენიმე დღეში უნდა მოიძიოს მათი ინფიცირების წყარო",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, 4 ახალი კოვიდინფიცირებულიდან ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ყველაზე მძიმეა.

"არის თირკმლის მძიმე დაავადების მქონე, ასევე შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტონული დაავადებაც აქვს, ასევე ჟანგბადდამოკიდებულია და მძიმე პნევმონია აქვს. ვნახოთ დინამიკაში როგორი მდგომარეობა იქნება",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, რჩება კიდევ ერთი შედარებით მძიმე პაციენტი, ხოლო დანარჩენი ინფიცირებულების მდგომარეობა მსუბუქია.