მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4 გარდაცვლილი, 100 ინფიცირებული - „აჭარა ტექსტილი“ მუშაობას არ წყვეტს

ქარხანა აჭარა ტექსტილი
1605864440
COVID-19

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში  მოქალაქეები თურქული კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საქმიანობის შეწყვეტას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, „აჭარა ტექსტილში“ დასაქმებული ქალები კოვიდინფიცირებულნი არიან. ამასთან, ისინი ამტკიცებენ, რომ მათი ინფიცირება სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

„აჭარა ტექსტილის“ დირექტორის დავით ჯაიანის განცხადებით, ფაბრიკის დახურვა არ იგეგმება, რადგან დასაქმებულების ინფიცირება სამსახურს არ უკავშირდება.

ჯაიანის მტკიცებით, „აჭარის ტექსტილში“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას ასრულებენ.

„მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ სამსახურში შესვლის წინ ფაბრიკის თანამშრომლები პარაცეტამოლს სვამენ და სიცხეს იკლებენ. ფაბრიკაში ბევრი ინფიცირებულია, მაგრამ თურქი მფლობელის შიშით ერთ დღესაც ვერ აცდენენ, რომ ხელფასიდან 50 ლარი არ ჩამოაჭრას.

ქალები დაღუპვის პირას არიან, სასწრაფოდ შველა სჭირდებათ, ისინი სამსახურში იძულებით დადიან, რადგან ყველას ბანკის სესხები აქვთ“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ადგილობრივ მედიაგამოცემა „აჭარა PS“-სთან საუბარში.

ინფორმაციისთვის, ფაბრიკაში 1200 ადამიანი მუშაობს, მათგან 100 დასაქმებულია კოვიდინფიცირებული. მათი ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებებში.

რამდენიმე დღის წინ ბობოყვათის ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული 4 პირი კოვიდინფიცირებით გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდინფიცირების 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 აჭარა 676, იმერეთი 541 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

🔴 3 768 -ინფიცირება, 4 055 - გამოჯანმრთელება- ეპიდვითარება საქართველოში