მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

40 მლნ გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის უახლესი გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსი მსოფლიოში - სტატისტიკა - Pia.ge
1606106931
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით ყოველდღიურად იზრდება როგორც კორონავირუსით ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

განსაკუთრებით მზარდია კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის კონტინენტზე. worldometers-ის განახლებული მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულ პირთა რაოდენობამ 59 მლნ-ს უახლოვდება.

ამავე მონაცემების თანახმად, გარდაცვლილია 1 393 671 პაციენტი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ 19-ის დამარცხება 40 მლნ ადამიანმა შეძლო.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.