მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

400 ათასზე მეტი ინფიცირებული და 18 ათასზე მეტი გარდაცვლილი - COVID -19-ის გლობალური შედეგები

კორონავირუსის ინფექცია, 2020
1585116708
COVID-19

ამ დროისთვის, ბოლო მონაცემებით ახალი კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 422, 966-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 18 906.

ვირუსით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი, 109 143 შეადგენს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. ჩინური ვირუსი პანდემიად გამოაცხადა. ახალი კორონავირუსი ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს გებრეიესუსის განაცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვირუსი დამარცხდეს.

რაც შეეხება საქართველოს, 25 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 70-ს შეადგენს. მარნეულის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ფაქტი, რის გამოც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები საკარანტინე ზონად გამოცხადდა. საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში უკვე დაიწყო პრეკრიზისული ფაზა.