მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა და 812 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - COVID-19-ის შედეგები იტალიაში

ნეგატიური პასუხი
1585586534
COVID-19

ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსს 812 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 4000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

COVID-19-ის საერთო შემთხვევები იტალიაში 101,739 შეადგენს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას შემაშფოთებელი და საგანგაშო უწოდა. გებრეიესუსმა ქვეყნებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა არ არის მოდუნების დრო. ახალი კორონავირუსი გასული წლის დეკემებრში, ჩინეთში, უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. კორონავირუსის გავრცელებიდან რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, ვირუსი რომ გადამდებია.