მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„41%-იც რომ აიცრას პირველ ეტაპზე, ესეც დიდი მიღწევაა“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1611590522
COVID-19

„41%-იც რომ აიცრას პირველ ეტაპზე, ესეც დიდი მიღწევაა და ჩვენ დავიწყებთ აცრას იმ 41%-ით, რომელიც უკვე დადებითად არის განწყობილი ვაქცინის მიმართ, აქვს ნდობა და სჯერა, რომ მისი სარგებელი იქნება მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციაზე საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, ადამიანებთან, რომლებიც ვაქცინაციის საკითხს სკეპტიკურად უყურებენ, მუშაობა გაგრძელდება.

როგორც მან განმარტა, გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1,7 მლნ ადამიანის ვაქცინაციაა გათვალისწინებული.

„ეროვნული გეგმის თანახმად, პირველი სამიზნე ჯგუფი ჯანდაცვის სფეროს მუშაკებია. შემდეგი ჯგუფი არის გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და უკვე ამის შემდეგ იწყება ასაკობრივი ჯგუფების მოცვა. 75 წლის ზემოთ, შემდეგ 65-დან 74 წლამდე და მოვყვებით ასე ქრონიკული დაავადებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, აგრეთვე მნიშვნელოვანია სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი თანამშრომლების მოცვაც.

👉 ინფორმაციისთვის, NDI-ის (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 39% კორონავირუსის პანდემიის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ მათი მოლოდინით, „ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის“.

👉 ამავდროულად, კითხვაზე - „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები, გამოკითხული მოსახლეობის 41% პასუხობს, რომ დიახ, ხოლო 41% პასუხობს - არას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის“ - NDI კორონავირუსის მიმართ მოსახლეობის მოლოდინებს აღწერს