სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 დღეში რეკორდულად 239-ით 4283-მდე გაიზარდა. 3-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვიც და მსხვერპლმა 55-ს მიაღწია.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან COVID 19 ყველაზე გვიან 2 მარტს სომხეთში დაფიქსირდა, თუმცა ყველაზე მეტად სწორედ ამ ქვეყანაში გავრცელდა, რაც ძირითადად წვეულებაზე და დიდ სამკერვალო ფაბრიკაში შეღწევას უკავშირდება.
თუ აზერბაიჯანში 1 მლნ მოსახლეზე 310 ინფიცირებული მოდის, საქართველოში 170, სომხეთში ეს კოეფიციენტი 1446-ს აღწევს და მსოფლიოში 49-ე ადგილს იკავებს.