მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

43 გარდაცვალება, 1 501 ინფიცირება, 1 954 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

ინფექცია კორონავირუსი, 2020
1632033526
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 1 954 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 595 264-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 559 996 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8 541 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.19% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.89%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ისრაელი აცხადებს, რომ ანტივირუსულ პრეპარატს შეუძლია შეაჩეროს COVID-19

🔴 „დელტა ვარიანტმა თამაშის წესები შეცვალა“ - ჰანს კლუგე