მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4337 ინფიცირება, 3137 გამოჯანმრთელება, 42 გარდაცვლილი - ეპიდვითარება საქართველოში

ინფექცია, 2020
1635317580
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4337 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 3137 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 703 281-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 642 701 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 873 პაციენტი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.80%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე: 👇

✅„ვაქცინაცია ეს არ არის ვერცხლის ტყვია, ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია,“ - ჯანმოს მთავარი მეცნიერი

✅„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც არსებული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას ყველა ქვეყანა დაიწყებს“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

✅„თუ არ ხართ აცრილი, არ უნდა გქონდეთ ურთიერთობა პაციენტებთან ან ფართო საზოგადოებასთან “ - ზაზა წერეთელი

✅ევროპა მეორე კოვიდზამთრისთვის ემზადება