მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

469 თბილისი, 107 იმერეთი - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში

თბილისის ანძა მთაწმინდაზე
1611299105
COVID-19

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 22 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

✔️აჭარა - 52

✔️იმერეთი - 107

✔️ქვემო ქართლი - 44

✔️შიდა ქართლი - 51

✔️გურია - 12

✔️სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73

✔️კახეთი - 47

✔️მცხეთა-მთიანეთი - 18

✔️სამცხე-ჯავახეთი -24

✔️რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 10 189, მძიმე პაციენტია 733 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა