მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5 450 ინფიცირება, 2 306 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1607151848
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე განახლდა.

 

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 2306 პაციენტმა დაამარცხა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 129 210 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 1462 გარდაცვლილი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

📌 პანდემიის გლობალური სტატისტიკა