მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

509 თბილისი, 99 იმერეთი - ეპიდვითარება რეგიონებში

თბილისი, მტკვარი, მშვიდობის ხიდი
1622616912
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 603 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 444 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 159 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1-ლი ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.23%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.80%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

👉თბილისი - 509

👉 აჭარა - 82

👉 იმერეთი - 99

👉 ქვემო ქართლი - 67

👉 შიდა ქართლი - 33

👉 გურია - 9

👉 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 88

👉 კახეთი - 30

👉 მცხეთა-მთიანეთი - 24

👉 სამცხე-ჯავახეთი - 11

👉 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი.

639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 7 594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 810 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 104 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

დაფიქსირდა თუ არა ბავშვებში რეინფიცირება? - ივანე ჩხაიძის განმარტება

„სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები მოქმედებენ, მაგრამ ნაკლებად“ - ივანე ჩხაიძე

„პროცენტულად ახლა მეტი ადამიანი გვეღუპება, ვიდრე შემოდგომაზე“ - მაია ბუწაშვილი