მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

559 თბილისი, 241 კახეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ისტორიული უბანი
1632379651
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 553 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 602 065-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 646 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 570 443.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 711 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური მაჩვენებელი არის 5.79 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.44%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი -559

⭕ აჭარა -100

⭕ იმერეთი -227

⭕ ქვემო ქართლი -116

⭕ შიდა ქართლი -117

⭕ გურია -35

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი -180

⭕ კახეთი -241

⭕ მცხეთა-მთიანეთი -43

⭕ სამცხე-ჯავახეთი -29

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ 👇

✅„ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორიც საარჩევნო კამპანიაა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

✅მაბრალებენ, რომ მძიმე რაღაცებს ვამბობ, აღარ ვიცი, რა ვთქვა ხოლმე - პაატა იმნაძე

✅შესაძლოა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდეს