მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

57 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული დღე–ღამეში - ეპიდვითარება აშშ-ში

ვირუსის ფოტო
1593753759
COVID-19

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 57 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 2 837 189-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზე Worldometers-ზეა განთავსებული.

მათივე ინფორმაციით აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 687 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 131,485-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.