მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„6 192 ინფიცირების შემთხვევა“ - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1601498301
COVID-19

ამჟამინდელი მონაცემებით, თებერვლის ბოლოდან, კონკრეტულად კი 26 თებერვლიდან, დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 192 შემთხვევა ფიქსირდება.

დადასტურებული შემთხვევებიდან 3 120 პაციენტი განიკურნა, 39 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსისგან ასეულობით, 796 ადამიანი განიკურნა.

ამჟამად ქვეყანაში ეპიდკერად აჭარა მიიჩნევა, რადგან საქართველოს რეგიონებში ის ლიდერობს ვირუსის გავრცელების მხრივ, მაგრამ ბოლო პერიოდში ინფიცირებულების გამოჯანმრთელების დადებითი დინამიკა აღინიშნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ აჭარაში 30 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგიონში ეპიდვითარების დასტაბილურების პირველი ნიშნები გამოიკვეთა და თუ ასე გაგრძელდა შესაძლოა მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

კოვიდინფიცირებული ადამიანებიდან, 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.