მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„6000-მდე საწოლი მობილიზებულია“ - თამარ გაბუნია

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება
1620207604
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორზე თბილისში განსაკუთრებით მაღალი დატვირთვაა.

როგორც მედიასთან საუბარში გაბუნიამ აღნიშნა, მობილიზებულია 6000-მდე საწოლი.

მისივე თქმით, მუშაობას აგრძელებენ კოვიდ-სასტუმროები და ონლაინ კლინიკები.

რაც შეეხება ჩინური ვაქცინით „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესს, გაბუნია აცხადებს, რომ აღნიშნულ ვაქცინაზე უკვე 18 ათასს ადამიანს აქვს ჯავშანი.

„ჩვენი მაქსიმალური ყურადღება ისევ და ისევ უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მოხდეს შემთხვევების შემდგომი მატების თავიდან აცილება. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი საწოლები ჩაერთო პროგრამაში, 6000-მდე საწოლია მობილიზებული, აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში.

ასევე აგრძელებენ მუშაობას კოვიდ-სასტუმროები და ონლაინ კლინიკები. იმუნიზაციის პროგრამას რაც შეეხება, ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ვაქცინაცია როგორც „ასტრაზენეკათი“ ასევე „სინოფარმით“.

გუშინ „სინოფარმით“ 800-მდე მოქალაქე აიცრა, 18 ათასამდე მოქალაქემ დაიკავა „სინოფარმის“ რიგი, ვაქცინაციის პროცესის აქტიური განხორციელება არის ჩვენთვის კიდევ ერთი გადაწყვეტა და გამოსავალი ამ სიტუაციაში ეპიდემიის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

ინფორმაციისთვის, 4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

✔️ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

✔️ კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უხანში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა.

✔️ რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 155 მლნ-ს აჭარბებს.

✔️ „რაღაც დროის შემდეგ ყველა ქვეყანაში გაჩნდება და ამისგან „ბუას“ ნუ შევქმნით“ - გამყრელიძე ინდურ შტამზე

✔️ „სინოფარმს“ ნაკლები გართულება აქვს და არის ძალიან ეფექტური“ - ოთარ ჩოკოშვილი