მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

63 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსი მსოფლიოში - სტატისტიკა - Pia.ge
1606711398
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 63 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

30 ნოემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 43 მლნ-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექციას 1 465 181 ადამიანი ემსხვერპლა.

კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით კვლავ მზარდი სტატისტიკაა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთს ფედერაციასა და საფრანგეთში. აღნიშნული ქვეყნები კოვიდინფიცირების გავრცელებით პირველ ხუთეულში არიან.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.