მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

64 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსის სტატისტიკა
1606884414
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 64 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

2 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 44 მლნ-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექციას 1 486 829 ადამიანი ემსხვერპლა.

კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით კვლავ მზარდი სტატისტიკაა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთს ფედერაციასა და საფრანგეთში. აღნიშნული ქვეყნები კოვიდინფიცირების გავრცელებით პირველ ხუთეულში არიან.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენიდან უკვე 1 წელი გავიდა.