მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

64 თბილისი, 28 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ანძა მთაწმინდაზე
1613977519
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 275 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 736 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 539 PCR ტესტით. კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა. 

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი- 64
  • აჭარა - 11
  • იმერეთი - 28
  • ქვემო ქართლი - 1
  • შიდა ქართლი - 16
  • გურია - 10
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12
  • კახეთი - 4
  • მცხეთა-მთიანეთი - 1
  • სამცხე-ჯავახეთი - 0
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 785, საიდანაც 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,.

მძიმე პაციენტია 336. მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი.

207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 865 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 060 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 318 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 268 502 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 262 244 და გარდაცვლილია 3 447.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვაქცინის საქართველოში შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია“ - თენგიზ ცერცვაძე

„ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე არხი: კოვაქს-პლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება“ - ტიკარაძე

„პირდაპირი მოლაპარაკებებით ვცდილობთ, რომ ვაქცინის 2.5 მლნ დოზა მოვიპოვოთ“ - გამყრელიძე