მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლობალური სტატისტიკა

კორონავირუსი მსოფლიოში
1607112488
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 66 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

5 დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულია 45 მლნ-ზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდინფექციას 1 520 158 ადამიანი ემსხვერპლა.

კოვიდ 19-ის გავრცელების კუთხით კვლავ მზარდი სტატისტიკაა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთს ფედერაციასა და საფრანგეთში. აღნიშნული ქვეყნები კოვიდინფიცირების გავრცელებით პირველ ხუთეულში არიან.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენიდან უკვე 1 წელი გავიდა.