მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

68 ახალი შემთხვევა და 2 გარდაცვლილი - ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

გუდაუთას საავადმყოფო
1603997781
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.

ე.წ. ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ კორონავირუსზე ტესტი დღეს 427 ადამიანს ჩაუტარდა. მათივე ინფორმაციით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდდადასტურებული 113 პაციენტი მკურნალობაში.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4126-ს შეადგენს.