მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

695 ინფიცირება, 797 გამოჯანმრთელება, 16 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

 ეპიდვითარება საქართველოში
1623394496
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი, ხოლო 797 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 352649 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5012 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 337820 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,84%, ბოლო 14 დღის - 2,67%, ბოლო 7 დღის - 2,44%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე: 👇

🔶სავაჭრო მოლები, საგამოფენო სივრცეები - სად იქნება მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები?

🔶ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ასე დარჩება - გაბუნია

🔶„წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება“ - თენგიზ ცერცვაძე