მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

7 სახელმწიფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 000-ს გადააჭარბა

კორონავირუსის მატება
1585645485
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიო მასშტაბით 787 000-ს მიაღწია, თუმცა ამ რიცხვის 75% იმ იმ 7 სახელმწიფოზე მოდის, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.

შეერთებულ შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობამ 164 000-ს გადააჭარბა რაც უკვე 2-ჯერ მეტია ჩინეთის მაჩვენებელზე. 1.5 თვის წინ 15 თებერვალს აშშ-ში სულ 15 ინფიცირებული იყო აღრიცხული და მათი რაოდენობა თვის ბოლომდე მხოლოდ 5-ჯერ 75-მდე გაიზარდა. ზრდის ტემპი მარტის მეორე ნახევარში დაჩქარდა. 23 მარტიდან მოყოლებული ინფიცირებულთა რაოდენობა ხუთნიშნა მაჩვენებლით იზრდება. რეკორდული კი + 20 353 ინფიცირებული 30 მარტი იყო. ამავე დღეს ყველაზე მეტად 573-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა. სიტუაცია ყველაზე მძიმე ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია. შედარებით მსუბუქი - ნებრასკასა და სამხრეთ დაკოტაში. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით - 3173 მეოთხე ადგილზე იმყოფება, მაგრამ ინფიცირების ზრდის დინამიკის გათვალისწინებით მალე ჩინეთს გაასწრებს.

ინფიცირებულთა რაოდენობა 100 000-ს აჭარბებს იტალიაშიც. გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 11 591-ს მიაღწია, რაც კატასტროფულად მაღალი 11.4%-იანი სიკვდილიანობის კოეფიციენტითაა გამოწვეული. მხოლოდ ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა 812-ით გაიზარდა, თუმცა შემცირდა დაავადებულთა ზრდის ტემპი.

სიტუაცია უმძიმესია ესპანეთშიც, სადაც 30 მარტს ვირუსისგან 913 ადამიანი გარდაიცვალა და ინფიცირების 7846 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ესპანეთში ვირუსი 87 956 პირს დაუდგინდა, საიდანაც 8.8% - 7716 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილებს შორის საქართველოს 3 მოქალაქეცაა.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მხრივ - 81 518 ჩინეთმა მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანამ უკვე მოახერხა შიდა გავრცელების შეჩერება. უჰანში კარანტინი მოიხსნა. ახალი შემთხვევები კიდევ ფიქსირდება, ოღონდ ყველა იმპორტირებული.

67 000-ს აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობა გერმანიაშიც, თუმცა ეს ქვეყანა სიკვდილიანობის კოეფიციენტის 1%-ზე დაბალი ნიშნულის შენარჩუნებას ახერხებს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში, მაგრამ 1 თვის წინანდელ მონაცემს 5-ჯერ აღემატება.

44 450 ინფიცირებულიდან საფრანგეთში 3024 გარდაიცვალა. მათი რიცხვი ბოლო 24 საათში 418-ით გაიზარდა და ჩინეთის მაჩვენებელს მიუახლოვდა.

ოფიციალური მონაცემებით 41 495 ინფიცირებულიდან ირანში 2757 პირი გარდაიცვალა, თუმცა მაღალი ალბათობით ორივე რიცხვი ბევრად უფრო დიდია.

ამ ქვეყნების გარდა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 000-ს კიდევ 5 ქვეყანაში: ბრიტანეთში, შვეიიცარიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და თურქეთში აღემატება.