საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განმარტებით, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში 70 წელს ზემოთ გადაცილებულ მოქალაქეებს ეკრძალებათ გარეთ გასვლა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს მაღაზიაში ან აფთიაქში.
"აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, უახლოეს აფთიაქში, ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ვალდებულება აქვს ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროებე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს, რომ დაეხმარონ", - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე