მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

73 დადასტურებული შემთხვევა და 2 გარდაცვლილი - ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

გუდაუთას საავადმყოფო
1605298320
COVID-19

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

არსებული ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ტესტი 296 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან 73 კი დადებითი აღმოჩნდა.

აგრეთვე გამოცემის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.