მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

73 წლის კაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა

აჭარის რესპუბლიკურის შენობა
1605160282
COVID-19

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გიგა კიკაბიძე ადასტურებს.

„პაციენტი მესამე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია. პალატაში მის გარდა არავინ იმყოფებოდა. პაციენტის შვილი ჩვენი თანამშრომელია. ისიც კოვიდინფიცირებულია და მამას ის მეთვალყურეობდა. სამწუხაროდ, გადმოვარდნის შემდეგ პაციენტი შეყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.

სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა იყო მძიმე და ჩატარებულ მკურნალობის მიუხედავად დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - აღნიშნა კიკაბიძემ.

ინფორმაციისთვის, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან კოვიდდადებითი პაციენტი გადმოვარდა

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მე-3 სართულიდან კოვიდდადებითი პაციენტი გადმოვარდა

🔴 „ზეიმი ნაადრევია“ - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის პირველ წარმატებულ ვაქცინაზე?