მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

742 ინფიცირება, 1081 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით 742 ადამიანი ინფიცირდა და 1081 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1611730233
COVID-19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1081 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 255 564-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 245 527-მდე.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.