მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

744 თბილისი, 149 იმერეთი - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

თბილისის ანძა
1620803128
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 275 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 256 პირი.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 325 665-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის დღიური - 3,5%, ბოლო 14 დღის - 5,82%, ბოლო 7 დღის - 5,48%-ია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 256 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1256-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4363 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების - 1409 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 744

⭕ აჭარა -102

⭕ იმერეთი - 149

⭕ ქვემო ქართლი -83

⭕ შიდა ქართლი -54

⭕ გურია - 21

⭕ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 149

⭕ კახეთი -59

⭕ მცხეთა-მთიანეთი -24

⭕ სამცხე-ჯავახეთი -13

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 341, საიდანაც: 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 872 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 192 პაციენტი. 772 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 338 ბპირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 634 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 864 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „მოკლე ხანში შესაძლებელი იქნება „რემდესივირის“ მარაგის შევსება“ - თამარ გაბუნია

👉 „კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ისეთ ზრდას, რომელიც გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში იყო, არ უნდა ველოდოთ“ - თამარ გაბუნია