მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

750 თბილისი, 234 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

უცხოური მედია საქართველოში მოგზაურობის მსურველებს საქართველოშ დასვენებას სთავაზობს.
1610522371
COVID-19

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი - 750
  • აჭარა - 94
  • იმერეთი - 234
  • ქვემო ქართლი - 94
  • შიდა ქართლი - 103
  • გურია - 35
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126
  • კახეთი - 102
  • მცხეთა-მთიანეთი - 44
  • სამცხე-ჯავახეთი - 29
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, რომელთაგან 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტების რიცხვია 816. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი.

579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 620 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი.

👉 ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 243255 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 227 611, ხოლო გარდაცვლილია 2 846 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა

1618 ინფიცირება, 403 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ პატიმარს covid-19 დაუდასტურდა