მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„79%-ით ეფექტიანობა ნიშნავს, რომ „სინოფარმი“ ყოველი 5 აცრილიდან 4-ს დაიცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1618414541
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „სინოფარმი“ ეფექტიანობით „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ჩამორჩება, თუმცა, ტრადიციული მეთოდით დამზადების გამო, უფრო უსაფრთხოა.

მისი თქმით, 79%-ით ეფექტიანობა ვაქცინის მასობრივად გამოყენებისთვის საკმარისი პირობაა.

„სავარაუდოდ, „სინოფარმი“ დაცვითი ეფექტით რამდენადმე ჩამორჩება „ფაიზერს“ და „ასტრაზენეკას“. „სინოფარმს“ აქვს 79%-იანი ეფექტიანობა, მაგრამ ეს საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ღირდეს მისი მასობრივად გაკეთება.

79%-ით ეფექტიანობა ნიშნავს, რომ ყოველი 5 აცრილიდან 4-ს დაიცავს და ეს არ არის ცოტა, დაახლოებით ასეა გრიპის ვაქცინის დროს.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, რაც ინფორმაციაც გვაქვს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, სადაც ის გამოიყენება, „სინოფარმი“ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს „სინოფარმის“ გამოყენება ჯანმო-ს მიერ მისი ავტორიზაციის გარეშე, თენგიზ ცერცვაძეს პასუხი უჭირს.

„თუ მან დროულად ვერ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, მაშინ შეიძლება თუ არა მისი გამოყენება, ეს რთული კითხვაა და ნება მომეცით, ამაზე პასუხი ჩემს თავზე არ ავიღო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე 100-მდე კლინიკაშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინური ფარმაცევტული კომპანიის „სინოვაკის“ ვაქცინა კოვიდინფექციისგან იცავს 50.4%-ით. ჩილეს უნივერსიტეტის კვლევით, ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, ეფექტიანობა 54%-ია.

კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა დაახლოებით 79%-ია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ორივე ჩინური ვაქცინა ჯანმო-ს მიერ დაწესებული ეფექტიანობის ზღვრის ფარგლებში ჯდება“ - ამირან გამყრელიძე

👉 „თუ ჩინური ვაქცინა ჯანმო-სგან ავტორიზაციას ვერ მიიღებს, აზერბაიჯანს ან თურქეთს ვაჩუქოთ“ - აკაკი ზოიძე

👉 დიმიტრი ხუნდაძე „სინოფარმის“ შესახებ: საერთაშორისო აღიარების გარეშე, ის მოხმარებაში არ გავა