მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

87 დადასტურებული შემთხვევა და 2 გარდაცვლილი - ეპიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

კორონა ვირუსაა
1607148689
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცემა sputnik-abkhazia ავრცელებს.

არსებული ცნობით, ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ტესტი 482 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან 87 კი დადებითი აღმოჩნდა.

აგრეთვე გამოცემის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

„ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 6 400-მდე გაიზარდა, 4 498 პაციენტი განიკურნა, ხოლო 86 გარდაიცვალა“, - აღნიშნულია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, COVID-19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.