მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

954 ინფიცირება, 896 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1622616529
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 954 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 896 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 346150-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 329516 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 3,12%, ბოლო 14 დღის - 3,23%, ბოლო 7 დღის - 2,8%-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ზღვაში თუ ბანაობთ, პირბადეს ალბათ, არავინ მოგთხოვთ“ - გამყრელიძე

✅საქართველოში სამხრეთ-აფრიკული შტამი დაფიქსირდა

✅„მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს იმ ქვეყნებიდან ადამიანების შემოსვლა, სადაც ინდური შტამია გავრცელებული“ - მარინა ენდელაძე