მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აბასთუმნის საკარანტინო სივრცე ბოლო პაციენტმა დატოვა

ფილტვის ცენტრი აბასთუმანში
1585937597
COVID-19

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, სადაც საკარანტინე ზონა იყო მოწყობილი, დაცარიელდა. საიზოლაციო სივრცე ბოლო პაციენტმა დღეს დატოვა. მას კარანტინის ორკვირიანი ვადა, ვირუსის სიმპტომების გარეშე ამოეწურა, რის გამოც სახლში გაწერეს.

საქართველოში კორონავირუსის ინფექციის დაფიქსირებისთანავე, აბასთუმნის ფილტვის ცენტრი საკარანტინე ზონად გამოცხადდა. სამედიცინო დაწესებულებაში ძირითადად, საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ათავსებდნენ. აქ კარანტინს ბოლო პერიოდში 50-მდე პირი გადიოდა.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრის გარდა, სამცხე-ჯავახეთში კიდევ ექვსი საკარანტინე ზონა ფუნქციონირებს. ერთი ახალციხის, ხუთი კი ბაკურიანის სასტუმროებში.

საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით 5 392 ადამიანი იმყოფება.