მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარა 676, იმერეთი 541 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

ერთი თვეა კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა საქართველოში
1605856085
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 768 დადასტურებული შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

🔺 თბილისი 1 443

🔺 აჭარა 676

🔺 ქვემო ქართლი 183

🔺 იმერეთი 541

🔺 შიდა ქართლი 165

🔺 გურია 52

🔺 სამეგრელო-ზემო სვანეთი 363

🔺 კახეთი 130

🔺 მცხეთა 96

🔺 სამცხე-ჯავახეთი 95

🔺 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 24

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 702, აჭარაში - 942, იმერეთში - 1 179.

მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში - 135, იმერეთში - 169. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 118, იმერეთში - 26.

3 411 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 123 - თბილისში, 1 646 - აჭარაში, 336 - იმერეთში. 8 718 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 426, აჭარაში -1 122, ხოლო იმერეთში - 26.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 16 564 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 300 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 276 პირი, აჭარაში - 16 379, იმერეთში - 5 224“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 რამდენი ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს - 20 ნოემბრის სტატისტიკა