მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში ინფიცირებული პაციენტების ნაწილს უკვე ბინაზე მკურნალობენ

ინფიიცრებული პაციენტების ბინაზე მკურნალობა
1600774968
COVID-19

აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილს უკვე ბინაზე მკურნალობენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მოდელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია აპრობირებული.

„ჩვენ უკვე ვამუშავებთ ამ მოდელის დეტალებს, რათა არ დადგეს ოჯახის სხვა წევრების ინფიცირების რისკი“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, ბინაზე პაციენტებს სამედიცინო მეთვალყურეობას ოჯახის ექიმი უწევს.

ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსის დიაგნოზი 1 300-ზე მეტ პაციენტს აქვს.

საქართველოს მასშტაბით, კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად 31 კლინიკაში 2522 საწოლია მობილიზებული.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 218 ახალი ფაქტი დადასტურდა, რომელთაგან 137 შემთხვევა აჭარიდანაა.