მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში, ხანდაზმულთა პანსიონატში გამოკვლეული ბენეფიციარების პასუხები ცნობილია

ბათუმის ხანდაზმულთა პანსიონი
1600153322
COVID-19

აჭარაში გუშინ, ხანდაზმულთა პანსიონატში 5 ბენეფიციარს, კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

როგორც ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს ხანდაზმულთა პანსიონატის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ განუცხადა, მათთან ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

„დაწესებულებაში იყო მოსული შესაბამისი სამსახური, ჩაგვიტარეს ტესტირება და მოგვცეს რეკომენდაციები. დღეს დილით მოგვაწოდეს პასუხები და არც ერთი თანამშრომელსა და მობინადრეს ვირუსი არ დაუდასტურდათ“, - აღნიშნა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ.

„თვითიზოლაციაში ამ დრომდე ვიყავით დაწესებულებაში, გვითხრეს, რომ თანამშრომლებს გადაგვიყვანენ უახლოეს საკარანტინე სივრცეში და სმენები ტესტირების გაკეთების შემდეგ შეცვლიან ერთმანეთს“,- განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, დღეს 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.