მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსი კიდევ 286 ადამიანს დაუდასტურდა

აჭარის რეგიონი
1602746838
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 154 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოვიდკლინიკებში 548 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 13 არასრულწლოვანი და 28 ოსრულია. რეანიმაციაში მოთავსებულია 53 პაციენტი.

კოვიდსასტუმროებში 765 პირია მოთავსებული, რომელთაგან 53 არასრულწლოვანია.

აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 2 პაციენტი.

ერთი მათგანი 87 წლის ქალია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, გულის ქრონიკული უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია ჰქონდა.

მეორე 65 წლის კაცია, რომელიც კლინიკა „მედცენტრის“ პაციენტი იყო. მას ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი შოკი, თირკმლის მწავავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი - ტიპი 2, ქრონიკული ლიმოციტური ლეიკემი ჰქონდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 7 367 და გარდაცვლილია 113 პაციენტი.