მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 116 შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები
1600499418
COVID-19

აჭარაში კორონავირუსის 116 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 3500-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა.

არსებული ინფორმაციით, 24 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4-ის გამოჯანმრთელებას დღეს ელოდებიან.

დღეს არსებული მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს 486 პაციენტი გადის.

შეგახსენებთ, საქართველოში კოვიდინფიცირების 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

19 სექტემბერის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3306-მდე გაიზარდა.