მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 168 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები
1601018802
COVID-19

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 3 500-მდე PCR ტესტი ჩატარდა, აქედან კორონავირუსი 168 ადამიანს გამოუვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

სტაციონარში 486 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 48 არასრულწლოვანია, 16 ორსული. კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ 812 პაციენტი იმყოფება. ბინაზე მკურნალობს 300-მდე კოვიდდადებითი პაციენტი. კოვი სასტუმროდან ბინაზე 39 პირი გაეწერა.

აჭარა ახალი შემთხვევების რაოდენობით ლიდერობს და ისევ წითელ ზონად რჩება.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 54 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4664 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1759 გამოჯანმრთელებულია, 27 გარდაცვლილი.