მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინფექცია კორონავირუსი, 2020
1601277610
COVID-19

აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან უმრავლესობა ადრე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აჭარის კოვიდკლინიკებში 92 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 40 არასრულწლოვანი და 14 ორსულია. კოვიდკარატინებში 998 პაციენტი იმყოფება, რომელთა შორის 77 ბავშვია, ხოლო ბინაზე 600-მდე ინფიცირებული მკურნალობს.

ნონა ეფაძის განმარტებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 20-მდე ინფიცირებული პაციენტი რჩება.

ამავდროულად, კორონავირუსით გარდაცვლილი 3 პაციენტიდან 2 აჭარის შემთხვევაა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რის შედეგადაც ჯამური რიცხვი 5 552-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 2 054 და გარდაცვლილია 30 პაციენტი.