მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 194

კორონავირუსი აჭარაში
1601538991
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 194 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განუცხადა.

„ახალი შემთხვევები ძირითადად უკვე დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტებია“,- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

მისი თქმით, აჭარაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ჯამში, 1300-ზე მეტია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 515 პაციენტი იმყოფება. რეანიმაციაში 24 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 6 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

„ყოველდღიურად თავისუფალი საწოლების რაოდენობა 70-დან 90-მდეა. ეს ციფრი ცვალებადია საათების მიხედვით“,- აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

მისი ინფორმაციით, აჭარაში 600-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. 45 რეანიმაციულ საწოლს კი, 20 დაემატა. კოვიდ კარანტინებში მყოფი პირების რაოდენობა 910-ზე მეტია. ონლაინ მეთვალყურეობის ქვეშ 700-ზე მეტი პაციენტი იმყოფება.

„რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია“,- აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 299 გამოჯანმრთელდა, 1 გარდაიცვალა.