მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსი აჭარაში
1602832204
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 342 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 169 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კოვიდკლინიკებში 567 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 15 არასრულწლივანი და 26 ორსულია. რეანიმაციაში მოთავსებულია 55 პაციენტი.

კოვიდსასტუმროებში 822 პირი რჩება. მათგან 76 არასრულწლოვანია.

აჭარაში ბინაზე 1200-მდე პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

გარდაიცვალა 2 პაციენტი, რომელთა შორის ერთი 63 წლის კაცია. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას COVID- 19, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და შოკი ჰქონდა.

მეორე გრადაცვლილი 55 წლის ქალია. იგი ბათუმის სამედიცინო ცენტრის პაციენტი იყო. მას COVID-19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი პნევმონია, ჰიპერტონული დაავადება და თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი ჰქონდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.