მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 343 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის რეგიონი
1603006193
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 167 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კოვიდკლინიკებში 630 ინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 17 არასრულწლოვანი და 31 ორსულია.

კოვიდსასტუმროებში 984 ადამიანი რჩება, რომელთაგან 77 არასრულწლოვანია.

აჭარაში ბინაზე კორონავირუსის დიაგნოზით 1400-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

რეგიონში გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.

ერთ-ერთი 88 წლის ქალია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მას COVID- 19, პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

მეორე ინფიცირებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა. იგი 60 წლის ქალია. პაციენტს გული გაუჩერდა.

ქალს დაუზუსტებელი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და შოკის სხვა ფორმები ჰქონდა. აღენიშნებოდა თანმხლები დაავადება - ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი.