მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები
1599807079
COVID-19

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიებში 2658 ნიმუშის კვლევა მიმდინარეობდა.

საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 146 პაციენტი, 26 პაციენტი კარანტინშია მეთვალყურეობის ქვეშ.

პოლიკლინიკებში 604 ახალი ნიმუშია აღებული, კარვებში 1561.

დღეს, საქართველოში COVID-19-ის მორიგი რეკორდი დაფიქსირდა. გამოვლინდა კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 20 პაციენტი.